ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომა აქციის ფონზე მიმდინარეობდა. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები ცესკო-სთან შეიკრიბნენ და შემაჯამებელი ოქმის მიღებას ეწინააღმდეგებოდნენ. სხდომის დასრულების შემდეგ, ისინი აღმაშენებლის ხეივანზე მსვლელობით გაემართნენ და გზის გადაკეტვა სცადეს.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე სამი პირია დაკავებული. შსს დაკავებულებს პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობასა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას ედავება. მოგვიანებით აქცია ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის მოწოდების შემდეგ დაიშალა. მორიგი პროტესტი ხვალ არის დაანონსებული.