ასათიანის 10 ნომერში მცხოვრებმა მოქალაქეებმა აქცია გამართეს. ადგილობრივები მათი კორპუსის მიმდებარედ 30-სართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები დარწმუნებულები არიან, რომ სამშენებლო სამუშაოები მათ საცხოვრებელ კორპუსებს საფრთხეს შეუქმნის. პროტესტის მიმდინარეობისას აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა თვითდაზიანება მიიყენა, სიტუაცია საპატრულო პოლიციის ჩარევის შემდეგ განიმუხტა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟიც.