თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფი ჯანდაცვის მინისტრს წერილობით მიმართავს, გაუქმდეს მთავრობის მიერ 2 დეკემბერს გამოცემული დადგენილება, რომლის მიხედვითაც, რეზიდენტურაში ჩასაბარებელ გამოცდაზე გასვლა 80 ლარი, ხოლო რეზიდენტურის დამამთავრებელ გამოცდაზე გასვლა 120 ლარი ეღირება.
სტუდენტებმა შესაბამისი წერილო სამინისტროში იურისტ ანა დოლიძესთან ერთად შეიტანეს.