კერძო მესაკუთრეთა აქცია იუსტიციის სახლთან. პროტესტის მონაწილეებმა მოითხოვეს მათი შესყიდული ფართებიდან ძველი მესაკუთრეების დროული გამოსახლება.
მათი თქმით, რამდენიმე წელია, რაც შეძენილი აქვთ ფართები, მოგებული აქვთ სასამართლო პროცესი, აღსრულების ბიურო კი მოვალეობას არ ასრულებს. მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, ისინი პერმანენტულ აქციებს აანონსებენ.