აქცია „იმოქმედე გენოციდის აღიარებისთვის“

„ევროპული საქართველო“ 7 აგვისტოს 2008 წლის ომის 14 წლისთავზე აქციას აანონსებს. იმოქმედე გენოციდის აღიარებისთვის“ ასეთია დემონსტრაციის მთავარი მოწოდება. ორგანიზატორები „ევროპული საქართველო“, „თავისუფლების ინსტიტუტი“, „ტაბულა“, „ამომრჩეველთა განათლების ინსტიტუტი“ და „აფხაზთა კრება“ არიან.

7 აგვისტოს ისინი რუსთაველზე ფილმის ჩვენებას გამართავენ. მათი განმარტებით, ფილმი რუსეთის მიერ აფხაზეთში ჩადენილ დანაშაულებებს ასახავს.