დიდუბის დამოუკიდებელი მაჟორიტარობის კანდიდატმა, მხარდამჭერებთან ერთად, განათლების სამინისტროსთან აქცია-პერფორმანსი გამართა. ანა დოლიძემ სამინისტროს ძველი პორტატული კომპიუტერი გადასცა. მაჟორიტარობის კანდიდატი განმარტავს, რომ სამინისტროს მიდგომებიც ამ პერსონალური კომპიუტერის მსგავსად მოძველებულია.
ანა დოლიძის თქმით, მიუღებელია ასევე სწავლების დისტანციური ფორმა, რადგან მასწავლებელთა დიდ ნაწილს კომპიუტერებიც არ აქვთ, რაც პრობლემას უქმნის გაკვეთილების ონლაინრეჟიმში ჩატარებას.