აქცია გაიმართა გორში

აქცია გაიმართა გორში, შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი დაკავების იზოლატორთან. ორგანიზაცია „შეცვალეს“ წევრებმა, 18 ნოემბრის აქციაზე დაკავებულებს მხარდაჭერა გამოუცხადეს და სიმბოლურად პოლიციის შენობასთან სახელწიფო ჰიმნი შეასრულეს. გორის დროებითი დაკავების იზოლატორში, გიგა მაქარაშვილი და ბექა ბასილაია იმყოფებიან.

გიგა მაქარაშვილს 12-დღიანი, ბექა ბასილიას კი 13-დღიანი პატიმრობა აქვთ შეფარდებული.