აქცია გაიმართა ბათუმშიც. „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოწინააღმდეგეები სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბეებთან შეიკრიბნენ და რუსთაველის ქუჩა გადაკეტეს. სტუდენტებთან ერთად აქციაზე გამოჩნდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებიც. ორგანიზატორთა განცხადებით, აქციები პერმანენტულად გაგრძელდება. მონაწილეებმა მოუწოდეს მოქალაქეებს, თავიანთი პროტესტი ახლა უკვე გაფიცვებით გამოხატონ.