საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციამ „ქართველი ემიგრანტები“ ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეების განცხადებით, დასავლელი პარტნიორები ქვეყნის შიდა საქმეებში ერევიან. მათ ევროკავშირის წარმომადგენლობას წერილითაც მიმართეს, რომლითაც ევროკავშირის წარმომადგენლობას საქართველოში, ასევე ევროკავშირის ლიდერებსა და დეპუტატებს მოუწოდებენ, არ ჩაერიონ საქართველოს შიდა პოლიტიკურ საქმეებში. მათივე განცხადებით, უნდა შეწყდეს ხელისუფლების ძალისმიერი მეთოდებით დასამხობად ოპოზიციის ხელშეწყობა.