საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოქალაქისთვის დაწესებული საერთაშორისო სანქცია მხოლოდ მას შემდეგ აღსრულდება, რაც იარსებებს ქართული სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილება, ოპოზიცია ცენტრალური ბანკის ოფისთან აპროტესტებს.
შეკრება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა მელიას ინიციატივით იმართება. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ მმართველი გუნდი საფრთხის წინაშე აყენებს სახელმწიფოსა და მოქალაქეების ფინანსურ სტაბილურობას, რათა დაიცვას შეერთებული შტატების მიერ სანქცირებული ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე.