წარწერით – რუსეთი ოკუპანტია, ენგურის ხიდთან იმყოფებოდა დღეს „ევროპული საქართველოს“ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიგი უგულავა, პარტიის წევრებთან ერთად. კანდიდატის თქმით, სოხუმის დაცემის დღე მთელი საქართველოსთვის უდიდესი ტკივილია. კანდიდატი ამბობს, რომ აუცილებლად დადგება დრო, როცა აფხაზებისა და ოსებისთვის რუსეთის კოლონიად ყოფნა პრაგმატულად უსარგებლო იქნება და სწორედ ამისათვის ქვეყანა მზად უნდა იყოს.