აქცია ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად

თბილისში, თავისუფლების მოედანზე ორგანიზაცია „ევროპა დონა ჯორჯიასა“ და თბილისის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს ორგანიზებით, „ვარდისფერი“ მსვლელობა მოეწყო, დაგეგმილია „ცოცხლი ჯაჭვის“ შეკვრა წმინდა გიორგის მონუმენტის გარშემოც. მსვლელობის მიზანი, ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლება, მკურნალობის და დიაგნოსტიკის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მოთხოვნა და პაციენტთა მიმართ სოლიდარობის გამოხატვაა.