დიდუბის ნომერ მერვე საოლქო საარჩევნო კომისიასთან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები აქციას მართავენ.
ისინი საოლქო კომისიის წევრების არჩევას აპროტესტებენ. მათი თქმით, კომისიის წევრების არჩევის პროცედურა დარღვევებით მიმდინარეობს. როგორც აქციის ერთ-ერთი მონაწილე აცხადებს, კომისიის წევრებს ფორმალურად, მცირე დროში ირჩევენ.