აქცია დიდუბის საოლქო-საარჩევნო კომისიასთან

დიდუბის ნომერ მერვე საოლქო საარჩევნო კომისიასთან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები აქციას მართავენ.

ისინი საოლქო კომისიის წევრების არჩევას აპროტესტებენ. მათი თქმით, კომისიის წევრების არჩევის პროცედურა დარღვევებით მიმდინარეობს. როგორც აქციის ერთ-ერთი მონაწილე აცხადებს, კომისიის წევრებს ფორმალურად, მცირე დროში ირჩევენ.