აქცია ჭრელი ფარდების წინააღმდეგ

„თბილისი პრაიდის“ მსვლელობის წინააღმდეგ გამაფრთხილებელი აქციები დაიწყო. ვერის ბაღში შექმნილი ე.წ. სახალხო რაზმები დღეს სხვადასხვა მიმართულებით დაიძრნენ და ლგბტ თემის მიერ დაანონსებული ე.წ. ღირსების მარშის გაუქმება მოითხოვეს.

„თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორთა ოფისებთან გამართული აქციების შემდეგ მსვლელობის მოწინააღმდეგეები მარჯანიშვილის გამზირზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსთან მივიდნენ და ადგილობრივ ბინადარს ფარდის ჩამოხსნა და გადაცემა მოსთხოვეს.

ადგილზე შეკრებილები ამტკიცებდნენ, რომ ფარდა ლგბტ დროშა იყო.