გამოკითხვა პოლიციის სამმართველოში

პოლიციის სამმართველოში გამოკითხვები გრძელდება. უკანონო ფორმირებების შექმნის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში პასუხისგებაში ჯერ არავინ მიუციათ. ამ დრომდე დაკითხვაზე არ დაუბარებიათ ლევან ვასაძეც, რომელმაც 16 ივნისს ვერის ბაღში „თბილისი პრაიდის“ ჩასაშლელად ე.წ. სახალხო რაზმების შექმნა დააანონსა.

გამომძიებლების კითხვებს დღეს ბიზნესმენის რამდენიმე თანამოაზრემ უპასუხა. საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებიც ე.წ. რაზმებში არიან გაწევრიანებული. ისინი საკუთარ ქმედებაში კანონდარღვევას ვერ ხედავენ და განმარტავენ, რომ მათ კონტრაქციას მშვიდობიანი ფორმა ექნება.

რაც შეეხება დაკითხვას, როგორც გამოკითხულები ამბობენ, გამომძიებლებს ძირითადად ე.წ. სახალხო რაზმების ფორმირების საკითხი აინტერესებთ, კითხვები დაისვა კომბლებზეც, რომლებიც 16 ივნისს გამართულ აქციაზე რამდენჯერმე ახსენეს.