აქცია ჭიათურაში

„ევროპულმა საქართველომ“ ჭიათურის მერიის წინ აქცია გამართა მერიაში არსებული კორუფციული მდგომარეობისა და ამომრჩეველთა ზეწოლის ფაქტების გასაპროტესტებლად. საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის ოლქში „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, სერგო რატიანის თქმით, დღეს ჭიათურის მერიაში არის მრავალი კორუფციული სქემა, რომელიც დაკავშირებულია ჭიათურის მერთან.

რატიანმა აღნიშნა, რომ ამასთან ერთად ხდება მოსახლეობაზე ზეწოლა და დაშინება. „ევროპული საქართველო“ ჭიათურის მერის გადადგომას ითხოვს.