ჭიათურაში შუქრუთის მაღაროსთან მე-5 დღეა მოსახლეობის პროტესტი გრძელდება.
აქციის მონაწილეები სოფლის ტერიტორიაზე არსებულ 11 მაღაროში კომპანია „ჯორჯიან მანგანეზს“ მადნეულის მოპოვების საშუალებას არ აძლევენ. მათი განმარტებით, სამუშაოების გამო დაიბზარა მათი საცხოვრებელი სახლები და ეკლესია. მოსახლეობის ინფორმაციით, მათ კომპანია ზარალის ანაზღაურებას თვენახევრის წინ დაპირდა, თუმცა პირობა დაარღვია. ადგილობრივები დახმარებას ცენტრალურ ხელისუფლებას თხოვენ.