ბათუმში ფიტნესკლუბ „რეფორმერის“ თანამშრომლებმა და მომხმარებელმა პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების სრულად მოხსნა მოითხოვეს. შეკრებილები აცხადებენ, რომ ეს რეგულაცია სექტორს მნიშვნელოვნად აზიანებს. სპორტდარბაზის წარმომადგენლები მუშაობის განახლების უფლებას ითხოვენ და აქციების პერმანენტულად გაგრძელებას აანონსებენ.