აქცია ბათუმში 

აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოში დაზარალებული მეზღვაურების დაკითხვა გრძელდება.

მეზღვაურების ოჯახის წევრები გარეთ აქციას მართავენ. ისინი თაღლითურ სქემაზე საუბრობენ და დამნაშავეების დასჯას და თანხის უკან დაბრუნებას ითხოვენ.

ბათუმში ათობით მეზღვაური კომპანია „ბეშიქთაშ გრუპს“ თაღლითობაში ადანაშაულებს. დაზარალებულების თქმით, თურქეთის მოქალაქეს გემზე დასაქმების სანაცვლოდ 500-დან 800 დოლარამდე გადაუხადეს, თანხის გადაცემის შემდეგ კი ის გაუჩინარდა.