აჭარის მთავრობის სახლთან იპოთეკური სესხებით დაზარალებულმა, თურქეთში დასაქმებულებმა, სხვადასხვა ობიექტზე თვითნებურად შესახლებულმა და სხვა პრობლემების მქონე მოქალაქეებმა აქცია გამართეს. მათი განცხადებით, თუ ხელისუფლება წლების განმავლობაში დაგროვილ პრობლემებს არ გადაჭრის, 15 თებერვლიდან მთავრობის სახლთან ხალხმრავალ აქციებს მოაწყობენ. აქციებს ისინი აჭარის მთავრობის სახლთან აანონსებენ, თუმცა ამბობენ, რომ არ უერთდებიან ოპოზიციას, რომელიც აქციებს დეკემბრიდან მართავს. შეკრებილები აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრას ითხოვდნენ, რაზეც თორნიკე რიჟვაძე დათანხმდა. რამდენიმე მონაწილე შეხვედრისთვის შეირჩა, თუმცა აქციის მონაწილეთა ნაწილმა შეხვედრა მხოლოდ ჟურნალისტების თანდასწრებით მოითხოვა და რიჟვაძეს აღარ შეხვდა.