აქცია ბათუმში

ბათუმის ახალ ბულვარში სარიტუალო დარბაზების მფლობელებმა და თანამშრომლებმა საპროტესტო აქცია გამართეს.

ისინი ხელისუფლებისგან მუშაობის განახლებისთვის რეგულაციების შემუშავების დაჩქარებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ პანდემიამ ყველაზე მეტად ბიზნესის ეს მიმართულება დააზარალა, რადგან ხუთი თვეა საერთოდ გაჩერებული არიან. აქციის მონაწილეები ხელისუფლებას ვადას პირველ აგვისტომდე აძლევენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ფართომასშტაბიან აქციებს აანონსებენ.