აქცია ბათუმში

ონლაინ კაზინოების აკრძალვის მოთხოვნით ბათუმში აქცია გაიმართა.

შეკრებილებმა წარწერა „არა ონლაინ კაზინოებს“ „მედეას“ ძეგლზე გააკრეს და ქვეყანაში ონლაინ კაზინოებისთვის მკაცრი რეგულაციების დაწესება მოითხოვეს. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ონლაინ კაზინოებში არასრულწლოვნების დარეგისტრირების შემთხვევები გაიზარდა.