ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა დეკანოზ გიორგი მამალაძის მხარდამჭერი აქცია.
ბათუმ-ლაზეთის მიტროპოლიტ დიმიტრის რეზიდენციასთან მამალაძის ოჯახის წევრები და მხარდამჭერები შეიკრიბნენ და მეუფეს დუმილის დარღვევა მოსთხოვეს. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მეუფე დიმიტრი გახმაურებული საქმის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობს.
შეკრებილებს დღეს დეკანოზი იოანე გორელიშვილი შეხვდა და განაცხადა, რომ მეუფე, რომელიც ამ დროისთვის გერმანიაში იმყოფება, გაურკვევლობაშია და ის მამალაძის უდანაშაულობაში დარწმუნებული არ არის. თუმცა, მისი შეწყალების თხოვნით, პრეზიდენტს მაინც მიმართა. ამ განცხადებას მამალაძის ოჯახის წევრების მხრიდან სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.
ხვალ თორნიკე მამალაძე ძმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მონახულებას აპირებს და აცხადებს, რომ სწორედ ამის შემდეგ გადაწყდება, რა ფორმით და როგორ გაგრძელდება მათი პროტესტი.