აქცია აზარტული თამაშების წინააღმდეგ

„ლეიბორისტული პარტია“ აზარტული თამაშების წინააღმდეგ მორიგ აქციას მართავს. პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები ამჯერად „აჭარაბეთთან“ შეიკრიბნენ. შეკრებილები ამბობენ, რომ პარტიას ორი ძირითადი მოთხოვნა აქვს: აიკრძალოს აზარტული თამაშების რეკლამირება, გამკაცრდეს ონლაინ კაზინოების მომხმარებელთა ასაკის კონტროლი და არასრულწლოვნებს ამ ტიპის საიტებზე წვდომა შეეზღუდოთ. პარტიის ახალგაზრდული მოძრაობა რეგიონებში გასვლას და მოსახლეობასთან შეხვედრასაც აანონსებს.