აქცია „არა ომს - მშვიდობა ჩვენს ქვეყანას“ - გამოხმაურება პოლიტიკურ სპექტრში
„არა ომს – მშვიდობა ჩვენს ქვეყანას“ – ამ სახელწოდებით პირველი რესპუბლიკის მოედანზე გამართული აქცია პოლიტიკური შეფასებების თემაა. „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახი კალაძის განცხადებით, მადლობა ეკუთვნის ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც მშვიდობა მნიშვნელივანია და სამშობლო არის უპირველეს ყოვლისა. აქციაზე კომენტარები გაკეთდა საკანონმდებლო ორგანოშიც.