დეა კულუმბეგაშვილის ახალმა ნამუშევარმა – „აპრილი“ ვენეციის რიგით 81-ე კინოფესტივალზე ჟიურის სპეციალური პრიზი მოიპოვა. ფილმის პრემიერას, რეჟისორთან ერთად, მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობები ია სუხიტაშვილი, კახა კინწურაშვილი და მერაბ ნინიძე ესწრებოდნენ. ნამუშევარი მთავარ საკონკურსო სექციაში 21 ფილმს შორის მოხვდა.