შვიდი წლის შემდეგ ცნობილ ბიზნესმენს ბრალდება მოეხსნა.
„ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს თაღლითობისთვის დაკავებულ „ელიტ ელექტრონიქსის“ დამფუძნებელთან გამოძიებას კითხვები აღარ აქვს. სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, რაც იმას ნიშნავს, რომ ანზორ ქოქოლაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა. გადაწყვეტილების მიზეზად ბრალის გასამყარებლად არასაკმარისი არგუმენტები დასახელდა.
ქოქოლაძე 2011 წელს აღძრულ საქმეს იმდროინდელი ხელისუფლების მხრიდან მისი ბიზნესით დაინტერესებას უკავშირებს და მაღაზიათა ქსელის დაბრუნებას აპირებს.