ანზორ ქოქოლაძის საქმე

ბიზნესმენ ანზორ ქოქოლაძეზე სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა.

მოსამართლემ პროკურორის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. 2011 წელს ბიზნესმენისთვის წარდგენილი ბრალდებით, გამოძიება მას თაღლითობას და უკანონო შემოსავლების ლეგალიზებას ედავებოდა. სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას პროკურორმა განაცხადა, რომ გამამტყუნებელი განაჩენისთვის საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა და საქმის მასალები ვერ სცდებოდა დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტს.

პროცესს გიორგი კობერიძე დაესწრო.