გორის თეატრის წინ ანზორ გვაძაბიას ვარსკვლავი გაიხსნა. მსახიობი და რეჟისორი, გორის საპატიო მოქალაქე, იაკობ გოგებაშვილის პრემიის ლაურეატი და ლილი იოსელიანის სახელობის ჯილდოს მფლობელია. ცერემონიამდე, თეატრის ღია სივრცეში, რეჟისორ ლაშა შეროზიას სპექტაკლი წარადგინეს სახელწოდებით „ღია ზღვაში“, რომელშიც მთავარი როლი ანზორ გვაძაბიამ შეასრულა.