თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ყოფილ ჭოროხის ქუჩას და სკვერს მუსიკოსის, ფოლკლორისტის და საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, ანზორ ერქომაიშვილის სახელი მიენიჭა. გახსნის ცერემონიას სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, პარლამენტისა და დედაქალაქის საკრებულოს წევრები, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები, ანზორ ერქომაიშვილის ოჯახის წევრები და მეგობრები დაესწრნენ. ღონისძიებაში მონაწილეობდა ანსამბლი „რუსთავი“. ჩატარდა სკვერის აღმნიშვნელი აბრის გახსნის ცერემონია.