მეხუთე ქართული მედალი ტოკიო 2020-ზე – ანტონ პლესნოი ბრინჯაოს მედლის მფლობელია. ატაცში ანტონმა სამი ცდის შემდეგ 177 კილოგრამი დააფიქსირა. აკვრაში კი, პლესნოიმ პირველ ცდაზე 206 კილოგრამი შეუკვეთა და დაძლია. მეორე ცდაზე 210 კილოგრამიან შტანგასთან მივიდა, თუმცა, მუხლის ტრავმის გამო, სიმძიმე ფიცარნაგზე დააგდო და დარბაზიდან კოჭლობით გავიდა. შემდეგ კი, დაშავებული მუხლით 210 კილოგრამიანი შტანგა წარმატებით დაძლია. ორჭიდის ჯამში პლესნოის 387 კილოგრამი დაუგროვდა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. საქართველოს ნაკრების ანგარიშზე უკვე ერთი ოქროს, სამი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალია.
ოლიმპიადის გამარჯვებული 21 წლის ძიუდოისტი ლაშა ბექაურია, ვერცხლის მედლები კი, გურამ თუშიშვილმა, ვაჟა მარგველაშვილმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვეს.
მეხუთე ქართული მედალი ტოკიო 2020-ზე – ანტონ პლესნოიმ ბრინჯაოს მედალი „ასწია“ [ვიდეო] #1TVSPORT