ანტონ ფურცელაძის სახლის რეაბილიტაცია დასრულდა. რესტავრაცია ჩაუტარდა მწერლის, პოეტისა და მთარგმნელის საცხოვრებელი სახლის ორსართულიან ნაგებობას, რომელიც განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაში იყო. სამუშაოები კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ 2022 წელს გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შეასრულა. ძეგლის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი იყო მილიონზე მეტი ლარი.