ანტიტერორისტული კონფერენცია აშშ-ში

მსოფლიოს ყველაზე საშიში ტერორისტული ორგანიზაციის წინააღმდეგ მებრძოლი გლობალური კოალიცია ახალ საბრძოლო ტაქტიკაზე მუშაობს.

ისლამისტების დასუსტების მიუხედავად, ჯიჰადისტური იდეოლოგიის წინააღმდეგ მოქმედება მაინც უნდა გაგრძელდეს, – ასეთია აშშ-ში გამართული ფორუმის მონაწილეთა პოზიცია.

ფორუმს კოალიციის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები დაესწრნენ. სწორედ გლობალური კოალიციის მრავალწლიანი ბრძოლის შედეგად დაკარგა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ მთავარი დასაყრდენები. ესენია ერაყში მოსული, სირიაში კი რაქა.

კოალიცია, რომლის წევრი საქართველოცაა, ტერორისტული ორგანიზაციის წინააღმდეგ 2014 წლიდან მოქმედებს. ​