ანტისამთავრობო გამოსვლები უნგრეთში

უნგრეთის დედაქალაქში ვნებათაღელვა არ ცხრება.

ანტისამთავრობო აქციების ფონზე გრძელდება დაკავებებიც. ქუჩაში გასული ოპოზიცია მხარდამჭერებთან ერთად უკან დახევას არ აპირებს და პრემიერ ორბანის მმართველობის დასრულებას ითხოვს. პოლიტიკური ვითარება ბუდაპეშტში განსაკუთრებით ბოლო დღეებში მიღებულმა ორმა საკანონმდებლო ცვლილებამ გაამწვავა. მოვლენების ეპიცენტრში პარლამენტის და სახელმწიფო ტელევიზიის მიმდებარე ტერიტორიებია.