ოპოზიციური პარტიების ფინანსების გაუმჭვირვალობასთან დაკავშირებით საკითხი კვლავ განხილვის თემაა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. ოპოზიციური პარტიები ანტიკორუფციული ბიუროს ბრალდებებს უარყოფენ და აცხადებენ, რომ მათი დაფინანსება სრულად გამჭვირვალეა. გარდა ამისა, ხელისუფლების ოპონენტები ანტიკორუფციულ ბიუროს უნდობლობას უცხადებენ, თუმცა მათი უმეტესობა მზადაა ნებისმიერი ფორმით თანამშრომლობისთვის. მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ოპოზიციურ პარტიებში გაუმჭვირვალობის პრობლემა ნამდვილად დგას და ისინი გამჭვირვალობის კანონს სწორედ ამ მიზეზით ეწინააღმდეგებოდნენ.