ორწლიანი იძულებითი პაუზის შემდეგ ცნობილი ანსამბლი მაყურებელთან შესახვედრად ემზადება.
ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი „რუსთავი“ სცენაზე განახლებულ საკონცერტო პროგრამას წარმოადგენს. „ბალადა სიყვარულზე“, – ასე დაარქვეს პროექტს, რომელიც თანამედროვე დადგმებთან ერთად ანსამბლის მიერ განვლილ გზასაც მოიცავს.
მრავალფეროვანი პროგრამა ყველა იმ ცეკვას და სიმღერას აერთიანებს, რაზეც ანსამბლმა პანდემიური ორი წლის განმავლობაში იმუშავა. საპრემიერო კონცერტები თბილისის საკონცერტო დარბაზში 17 და 18 დეკემბერს გაიმართება.