ანსამბლ „რუსთავის“ კონცერტი შვეიცარიაში

შვეიცარიის ქალაქ სიონში რიგით 57-ე საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა ანსამბლმა „რუსთავმა“ უკვე მეშვიდედ მიიღო. ქალაქის საკათედრო ტაძარში გამართული კონცერტი სრული ანშლაგით ჩატარდა. ღონისძიებას შვეიცარიელების გარდა, ქართველი ემიგრანტები და შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს ელჩი მეუღლესთან ერთად დაესწრო. ქართველმა მომღერლებმა კიეველ ორკესტრანტებთან და მოლდოველ მევიოლისთან ერთად, უკრაინული სიმღერაც შეასრულეს. წლევანდელი ფესტივალი უკრაინაში დაღუპულ მსხვერპლთა ხსოვნას მიეძღვნა. წლების წინ, ქალაქ სიონის საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალთან თანამშრომლობას საფუძველი, ანსამბლ „რუსთავის“ დამფუძნებელმა, ანზორ ერქომაიშვილმა ჩაუყარა.