პოლონეთის და გერმანიის პრესტიჟულ საკონცერტო დარბაზებში საქართველოს სხვადასხვა კუთხის ხალხური სიმღერები ჟღერდება. ანსამბლი „რუსთავი“ გასტროლისთვის ემზადება. პროგრამაშია გალობის ნიმუშების შესრულებაც.
წელს ანსამბლს 55 წელი უსრულდება და დაგეგმილი გასტროლებიც, სწორედ საიუბილეო თარიღს ეძღვნება. კონცერტების სერიის ფარგლებში, ორი საათის განმავლობაში ევროპელი აუდიტორია ქართულ კულტურას გაიცნობს და ხალხური სიმღერების უნიკალურ ნიმუშებს მოისმენს.