ანსამბლ „ხელხვავის“ კონცერტი

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ანსამბლ „ხელხვავის“ საიუბილეო კონცერტი გაიმართა. ანსამბლი 1973 წელს შეიქმნა და მას სახალხო ანსამბლის წოდება აქვს მინიჭებული. კონცერტზე შესრულდა უძველესი ფოლკლორული ნაწარმოებები. ღონისძიებას სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე და ლანჩხუთის მერი, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა.