ონლაინ-გამოსვლების შემდეგ ქართული ფოლკლორული ანსამბლი საკუთარ შემოქმედებას ბრიტანელ მსმენელებს გააცნობს.
„იალონი“ 9 მაისიდან გაერთიანებულ სამეფოში ტურნეს იწყებს. შვიდი ქალაქისთვის საკმაოდ მრავალფეროვანი პროგრამა მომზადდა, რომელიც ფოლკლორს, საეკლესიო საგალობლებს და ქალაქურ მუსიკას აერთიანებს.
ანსამბლი ბრიტანელი მსმენელისთვის როგორც ძველ, ისე ახალ კომპოზიციებს შეასრულებს. „იალონის“ საკონცერტო პროგრამა ჯამში 25 სიმღერას აერთიანებს. ბრიტანეთში გასტროლებამდე კი პოპულარული ქართული ანსამბლი კონცერტებს ქვეყნის მასშტაბით მართავს. რეგიონების შემდეგ, კიდევ ერთი საღამო 3 მაისს თბილისშია დაგეგმილი.