ანრი ოხანაშვილი გერმანიის ელჩს შეხვდა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა. ანრი ოხანაშვილისა და ჰუბერტ ქნირშის შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმართა. შეხვედრაზე საუბარის მთავარი თემა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის წესთან დაკავშირებული პროცედურები იყო. ოხანაშვილის თქმით, პარლამენტში მოსამართლეთა შერჩევის პროცესი გამჭვირვალედ წარიმართება. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს მოსამართლეობის 20 კანდიდატურა უნდა წარუდგინოს.