ევროპელი ლიდერის ორდღიანი ვიზიტი დასრულებულია.
ანგელა მერკელმა საქართველოში რამდენიმე მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილი დატოვა. გუშინდელისგან გასხვავებით, გერმანიის კანცლერმა საჯარო გამოსვლის დროს ამჯერად სიტყვა ოკუპაცია ახსენა, ოკუპაციის მძიმე შედეგები კი პირადად ნახა. მერკელი საფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა. სწორედ ოკუპირებულ რეგიონებს მიიჩნევს კანცლერი საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესის შემაფერხებლად.
ევროპის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყნის ლიდერის აზრით, ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსსა და ევროკავშირში გაწევრიანებაზე საუბარი ჯერ ნაადრევია.
თბილისიდან კანცლერმა მოსკოვს ისიც შეახსენა, რომ ნატო და ევროკავშირი რუსეთის მტერი არ არის.