საქართველოში ანგელა მერკელის ვიზიტი ოფიციალურად დადასტურდა.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. კონკრეტული თარიღი არ სახელდება. „მოამბის“ ინფორმაციით გერმანიის კანცლერის ვიზიტი თბილისში აგვისტოს მეორე ნახევარში იგეგმება.
საქართველო-გერმანიის ურთიერთობა და კანცლერის ვიზიტი განხილვის მთავარი საკითხები იყო საქართველოს პრემიერ მინისტრისა და გერმანიის ელჩის შეხვედრაზე.