სასტუმრო „პარაგრაფში“ ტურიზმისა და ავიაციის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გახსნა. როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წელს 4.5 მლრდ დოლარს მიაღწევს. ხოლო საქართველოს საერთაშორისო აეროპორტები 6.8 მილიონ მგზავრს მოემსახურება. ასევე დაანონსდა საერთაშორისო ღონისძიებები, რომელსაც წელს საქართველო უმასპინძლებს. ღონისძიების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთანაც ისაუბრა.