„სიძულვილის ენა და წინასაარჩევნო კამპანია,“ – ასე ქვია კონფერენციას, რომელში მონაწილეობაც სახელმწიფო ინსტიტუტების, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიიღეს.
ღონისძიების მიზანია, ნეგატიურ საარჩევნო კამპანიასა და არჩევნებში სიძულვილის ენის გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხების ანალიზი და ამ თემებზე მსჯელობა. კონფერენციაზე მომხსენებლებმა მიმოიხილეს სიძულვილის ენასთან დაკავშირებით საქართველოში არსებული რეგულაციები და პრაქტიკა. კონფერენციაზე განსაკუთრებით ყურადღება გამახვილდა არჩევნებში სიძულვილის ენის აღმოფხვრის ინსტრუმენტებზე. ღონისძიება ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან თანამშრომლობით, ევროპის საბჭოს პროექტის, – „საარჩევნო პრაქტიკის რეფორმის ხელშეწყობა საქართველოში,“ – ფარგლებში გაიმართა.