საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს განმანათლებლის, წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულისა და წმინდა ქართველი მეფის ვახტანგ გორგასლის ხსენების დღეს აღნიშნავს.
დღესასწაულთან დაკავშირებით, ტაძრებში წირვა აღევლინება.
სამების საკათედრო ტაძარში, სადღესასწაულო წირვას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ატარებს. წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს, საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს.