ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე

დღეს ანდრია პირველწოდებულის ხსენებისა და ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღეა. ტაძრებში სადღესასწაულო მსახურება დილიდან მიმდინარეობს. წირვას მახათას მთაზე, ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში პატრიარქის მოსაყდრე შიო აღავლენს. ანდრია პირველწოდებულის სახელს უკავშირებენ საქართველოში პირველად ქრისტიანობის გავრცელებას. ქართული მართლმადიდებლური ეკლესია ანდრეა პირველწოდებულს წელიწადში ორჯერ – 12 მაისს და 13 დეკემბერს იხსენებს. 12 მაისი ეროვნულ დღესასწაულად არის გამოცხადებული და ქვეყანაში დასვენების დღეა.