ანდრეი კასიანოვის განცხადება - პოლიტიკური შეფასებები

უკრაინაში რუსეთის შეჭრის პარალელურად ოფიციალური კიევის მხრიდან, საქართველოს მთავრობისადმი გამოთქმული არაერთი ბრალდების შემდეგ, ქართული მხარის მისამართით უკმაყოფილებას ამჯერად საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული გამოთქვამს.

უკრაინულ მედიაში გამოქვეყნებულ სტატიაში, ანდრეი კასიანოვი ამბობს, რომ კიევმა თბილისს თებერვალში, ომის დაწყებისთანავე 2008 წლის ომის დროს გადაცემული „ბუკის“ სისტემების დაბრუნება და შტატების მიერ საქართველოსთვის გადაცემული „ჯაველინის“ ტანკსაწინააღმდეგო სისტემები სთხოვა. კასიანოვი განმარტავს, რომ საკითხი ბაიდენის ადმინისტრაციასთანაც შეთანხმებული იყო, თუმცა საქართველოს მთავრობამ დახმარებაზე კატეგორიული უარი თქვა. კასიანოვი აცხადებს იმასაც, რომ მიუხედავად უარისა, უკრაინა ეწინააღმდეგება საკითხის შიდაპოლიტიკურ დავებში გამოყენებას და უარყოფს ნებისმიერ ბრალდებას საქართველოს რუსეთთან ომში ჩათრევის მცდელობაზე.

სტატიით გავრცელებული ინფორმაცია საქართველოში პოლიტიკური შეფასებების და ურთიერთბრალდებების საგანი უკვე გახდა.

ნოდარ ჩაჩუამ მოისმინა მხარეთა პოზიციები.