„ანდერგრაუნდი ცხოვრობს ონლაინ“

ცნობილი მუსიკალური ონლაინ მაუწყებლის, „ბოილერ რუმის“ წარმომადგენლები თბილისში არიან.

ელექტრონული მუსიკის წამყვანმა პროდიუსერებმა ვორქშოფი ჩაატარეს, სადაც ქართველ არტისტებს ციფრული მუსიკის კონტენტის შექმნასა და განვითარებაში საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.

სტუმრებმა თანამედროვე ქართულ ანდერგრაუნდ სცენასთან მჭიდრო ურთიერთობაზეც ისაუბრეს.

შეგახსენებთ, რომ „ბოილერ რუმმა“ საქართველოში ცოცხალი მუსიკის პირველი შოუ 2017 წლის აპრილში გამართა.